#ესქვეყანაშენია #გაიზიარეპასუხისმგებლობა

 "ნებისმიერი სახელმწიფოს საძირკველი მისი ახალგაზრდობის განათლებაა."

დიოგენე
12 აგვისტო ახალგაზრდების საერთაშორისო დღეა.
ჩვენ ნათლად ვხედავთ, თუ როგორ მოითხოვს ნებისმიერი ქვეყნის განვითარება ახალგაზრდების აქტიურ მონაწილეობას. არ აქვს მნიშვნელობა რომელ სფეროში გვინდა წინსვლა, ტექნიკური, სპორტული ,კულტურული თუ განათლება ახალგაზრდობაა საჭირო. ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ დავეხმაროთ ახალგაზრდებს ამ როლის სწორად შესრულებაში. ჩვენი უფროსების ვალდებულებაა ,ყველა ახალგაზრდას გავაცნობიერებინოთ მათი ძალა და როლი, რომელიც მათ უნდა შეასრულონ ერის მშენებლობაში. არსებობს მრავალი გზა, რომლითაც შეგვიძლია დავეხმაროთ ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდებს საკუთარი პოტენციალის მიღწევაში. პირველ რიგში მნიშვნელოვანია ახალგაზრდებს ავუმაღლოთ ცნობიერების დონე ისეთ აქტუალურ საკითხებზე ,როგორიცაა აქტიური მოქალაქეობა ,მოხალისეობა ,მონაწილეობა ,გენდერული თანასწორობა ,ადამიანის უფლებები ,პროფორიენტაცია და სხვა.
მოქალაქეებმა უნდა იზრუნონ, რომ წაახალისონ ჩვენი ახალგაზრდობა ყველა სფეროში უკეთესობისკენ. როცა ჩვენ ახალგაზრდობას გამუდმებით ვამხნევებთ და არ გვჯერა მათი, ისინი დაკარგავენ ნაპერწკალს. ჩვენ ყველამ უნდა დავრწმუნდეთ, რომ მათ უნდა მივცეთ ქარი ფრთების ქვეშ, რათა მაღლა იფრინონ, ნაცვლად იმისა, რომ ჩამოაგდონ ფრთებზე ჯაჭვები.
ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით,ახალგაზრდების დღეს ,კეხიჯვარის თემში გაიხსნა ახალგაზრდული კლუბი, თემის აქტიური მოქალაქეების-მაკა ზაკუტაშვილის და ნატო(,თეა) ლომიტაშვილის ინიციატივით .
.ახალგაზრდული კლუბი შექმნილია თემის ადგილობრივი ერთეულის შენობაში ,აღნიშნული სივრცე და ინვენტარი გადმოგვეცა ქარელის მერის ბატონ ზაზა გულიაშვილის,კეხიჯვარის თემის მაჟორიტარი დეპუტატის ბატონ მამუკა კოკოზაშვილის და თემის წარმომადგენლის კეხიჯვრის ადმინისტრაციულ ერთეულში, ბატონ ვლადიმერ თოფჩიშვილის მხარდაჭერით .
ახალგაზრდული კლუბი შეიქმნა პროექტის „ცვლილებები ახალგაზრდებისთვის“ ფარგლებში ,რომელიც დაფინანსებულია -USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში ,სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის, კამპანიის „ეს ქვეყანა შენიას“ ფარგლებში,
ახალგაზრდების დღეს, კლუბის აქტიურმა ლიდერებმა ,ჩაატარეს ტრენინგები თემებზე -აქტიური მოქალაქეობა,მოხალისეობა და მონაწილეობა.















Comments

Popular posts from this blog