#ესქვეყანაშენია #გაიზიარეპასუხისმგებლობა "ნებისმიერი სახელმწიფოს საძირკველი მისი ახალგაზრდობის განათლებაა." დიოგენე 12 აგვისტო ახალგაზრდების საერთაშორისო დღეა. ჩვენ ნათლად ვხედავთ, თუ როგორ მოითხოვს ნებისმიერი ქვეყნის განვითარება ახალგაზრდების აქტიურ მონაწილეობას. არ აქვს მნიშვნელობა რომელ სფეროში გვინდა წინსვლა, ტექნიკური, სპორტული ,კულტურული თუ განათლება ახალგაზრდობაა საჭირო. ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ დავეხმაროთ ახალგაზრდებს ამ როლის სწორად შესრულებაში. ჩვენი უფროსების ვალდებულებაა ,ყველა ახალგაზრდას გავაცნობიერებინოთ მათი ძალა და როლი, რომელიც მათ უნდა შეასრულონ ერის მშენებლობაში. არსებობს მრავალი გზა, რომლითაც შეგვიძლია დავეხმაროთ ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდებს საკუთარი პოტენციალის მიღწევაში. პირველ რიგში მნიშვნელოვანია ახალგაზრდებს ავუმაღლოთ ცნობიერების დონე ისეთ აქტუალურ საკითხებზე ,როგორიცაა აქტიური მოქალაქეობა ,მოხალისეობა ,მონაწილეობა ,გენდერული თანასწორობა ,ადამიანის უფლებები ,პროფორიენტაცია და სხვა. მოქალაქეებმა უნდა იზრუნონ, რომ წაახ...